„კონტაქტი“ – ასე ჰქვია ორი ხელოვანის ახალ პროექტს, რომელიც ვანდა არტ გალერეაში 7 სექტემბერს გაიხსნება.
ექსპოზიციაზე, გურამ წიბახაშვილის ფოტომასალები და მხატვარ რიტა ხაჩატურიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 20 სექტემბრამდე დარჩება.