წლების წინ სპექტაკლებისთვის შექმნილი მარიონეტები საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.
ხელოვნების სასახლე თოჯინების ცნობილი ოსტატის და გრაფიკოსის, ბაჩანა ხალვაშის შემოქმედებას უმასპინძლებს. დამთვალიერებელი ნახავს თოჯინებს გამორჩეული კოსტიუმებით და მხიარული თუ სევდიანი ისტორიებით.
საგამოფენო სივრცის მეორე დარბაზი აბსტრაქტულ კალიგრაფიული კომპოზიციებს დაეთმობა. ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში 28 თებერვლიდან ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.