დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დატრიალებულ ტრაგედიას პროკურატურა იძიებს. საგამოძიებო უწყებაში მთელი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები იკითხებოდნენ. ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალი პირველი ექსპერიმენტული სკოლის ასევე ორ მოსწავლეს აქვს წარდგენილი. ერთი დაკავებულია და როგორც ცნობილია,, ბრალს არ აღიარებს. მეორე ბრალდებულის მიმართ კი, სამძებრო ღონისძიებები ტარდება.
პროკურატურა თავს იკავებს და არ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა რაოდენობა.
მოზარდების სისხლიან დაპირისპირებაში 20-მდე ბავშვი მონაწილეობდა. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დღეს მათი ნაწილი დაიკითხნენ, სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა.