პედაგოგების ნაწილმა, ვინც მასწავლებლების გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა.
მასწავლებლები განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, პედაგოგი გადადის დროებით ხელშეკრულებაზე. შეკრებილ მასწავლებლებს შორის იყვნენ პედაგოგები, რომლებიც გამოცდების შინაარსის ცვლილებასაც მოითხოვენ.