ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის გამო სკოლებში უსაფრთხოების ნორმები მკაცრდება. უფლებამოვალეობები ეზრდებათ მანდატურებს, რომლებსაც მოსწავლეების შემოწმების უფლება დეტექტორების საშუალებით შეეძლებათ. ახალი სასწავლო სეზონიდან სკოლებში და მიმდებარე პერიმეტრზე წესრიგს მანდატურების გაზრდილი რაოდენობა დაიცავს.
ასევე, სავალდებულო ხდება შენობების ვიდეოკამერებით აღჭურვა.
კონტროლის გამკაცრება და კონკრეტული რეგულაციების ამოქმედება პირველ დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ გადაწყვიტა.