გამკაცრებული სანქციები ვანდალიზმის ფაქტებზე

ვანდალიზმის ფაქტებზე კანონი მკაცრდება.

მატერიალური ზარალის სიდიდის მიუხედავად, ჯარიმა ყველა შემთხვევაზე 300 ლარი იქნება. განმეორების დროს სანქცია კიდევ უფრო გაიზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების მიზეზად ბოლო პერიოდში ვანდალური ფაქტების გახშირება სახელდება. პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები იწყება.