ვანდალიზმის შემთხვევები რუსთავში

ვანდალიზმის გახშირებული ფაქტები ქალაქ რუსთავში.

ახლად რეაბილიტირებულ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებულ ინვენტარს ხშირად აზიანებენ. პრევენციის მიზნით მერია ვიდეო კონტროლის პუნქტების გაზრდას გეგმავს. ასევე პრობლემის მოგვარებისთვის შემუშავდა კანონის პროექტიც, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს. ინიციატივით შეთავაზებულია არსებული ჯარიმების ოდენობის გაზრდა.