Fix Tbilisi - აპლიკაცია ვანდალიზმის ფაქტების გამოსაკვეთად

თბილისის მერია ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენას სპეციალური აპლიკაციით მოახდენს. „ფიქს თბილისი“ – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, კონკრეტულ დაზიანებულ ადგილს ფოტო გადაუღოს და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნოს. ინფორმაციის წყაროს რეაგირებაზე თვალის მიდევნებაც შეეძლება.

დედაქალაქში ბოლო პერიოდში გახშირებული ვანდალიზმის შემთხვევების პრევენციისთვის ივნისიდან ფინანსური ჯარიმებიც ამოქმედდება.