დამატებითი ბლოკპოსტები და გამკაცრებული კონტროლი სამეგრელოში. რეგიონში მოძრავი ყველა ავტომობილი მოწმდება. გრძელდება თერმოსკრინინგი. სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 409 ადამიანი, სამეგრელოს ოთხ საკარანტინო სივრცეში კი – 92 პირია მოთავსებული.
საპოლიციო ბლოკ-პოსტებია განთავსებული ფოთის შესასვლელშიც.
მოხალისეთა ჯგუფები კი სპეციალური აღჭურვილობით მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.