გამკაცრებული კონტროლი სამეგრელოში

დამატებითი ბლოკპოსტები და გამკაცრებული კონტროლი სამეგრელოში. რეგიონში მოძრავი ყველა ავტომობილი მოწმდება. გრძელდება თერმოსკრინინგი. სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 409 ადამიანი, სამეგრელოს ოთხ საკარანტინო სივრცეში კი – 92 პირია მოთავსებული.

საპოლიციო ბლოკ-პოსტებია განთავსებული  ფოთის შესასვლელშიც.

მოხალისეთა ჯგუფები კი სპეციალური აღჭურვილობით მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.