გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.
რუსეთში გამართულ, წლის პრესტიჟულ, დასკვნით ტურნირზე, ქართველებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო.
სანქტ-პეტერბურგის დარბაზში, საქართველოს ჰიმნი სამჯერ შესრულდა.
ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში კი, ვაჟთა ნაკრებმა, პირველი ადგილი დაიკავა.