ხორავას ქუჩის გახმაურებული მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. საუბარია არასრუწლოვან დ.ღ-ზე, რომელსაც პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემას ედავებოდა.
თავდაპირველად, ანუ გამოძიების ეტაპზე მან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-ს და ამავე საქმის მთავარი მოწმის-მ.კ-ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, თუმცა სასამართლოში მ.კ-ს ნაწილზე მიცემული ჩვენების შინაარსი საერთოდ უარყო.
დ.ღ-ს, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული, სასჯელის ვადას 22 მაისს განუსაზღვრავენ. ის ერთ-ერთია იმ არასრულწლოვნებს შორის, რომლებიც 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი შემზარავი დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ.