თანამდებობა დატოვეს გორისა და ხაშურის მერების მოადგილეებმა. ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათ სამსახურის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა ვინ – არ დაუკონკრეტებიათ. ზურა როსებაშვილის თქმით, პოსტიდან წასვლა ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. მათი თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან. საპასუხო განცხადება გააკეთა გორის მერმა.
მოამბე