პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების კვლავ დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, რაც მათი მხრიდან რეგლამენტისა და კონსტიტუციის დარღვევაა. საუბარია ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, საკრებულოებში გადაწყვეტილებების მიღება ღია კენჭისყრით უნდა მოხდეს და ფარული კენჭისყრის პროცედურა უნდა გაუქმდეს.