ხორბლისა და ფქვილის ფასები საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის საქართველოშიც გაიზრდება. აღნიშნული რუსეთის მიერ საექსპორტო გადასახადის მატებას უკავშირდება. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს მოსალოდნელ რისკებზე და ფასთა სხვაობაზე ისაუბრა.