გაიზრდება თუ არა პურის ფასი

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი არ დასტაბილურდა, მომდევნო თვიდან შესაძლოა პური 10 თეთრით გაძვირდეს. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში როგორც ენერგო მატარებლები, ისე ტრანსპორტი და სხვადასხვა პროდუქცია გაძვირებულია, პურის ქარხნები საკუთრი მოგების შემცირების ხარჯზე ცდილობენ ფასის კონტროლს.

ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ პურის ქარხნებთან ერთად, წისქვილ-კომბინატებიც ფასის შენარჩუნებას ცდილობენ.

დატოვე კომენტარი