პურის ფასი

უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთა. მალხაზ დოლიძის განმარტებით, კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიურად მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, სექტორისთვის დახმარების რამდენიმე პაკეტი განიხილება.

თავის მხრივ, ხორბალზე და ფქვილზე ფასების ზრდის დაზღვევის მექანიზმზე ეკონომიკური გუნდის ჩართულობით მუშაობს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია. ლევან სილაგავას თქმით, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ სწორი კომუნიკაციის საფუძველზე, ოქროს შუალედის პოვნა მოხერხდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 600 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია.