პურის ფასი

უახლოეს მომავალში პურზე ფასი მეტად აღარ გაძვირდება. განცხადება „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ გააკეთა. მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, აღნიშნული ფქვილზე, ხორბალსა და ბუნებრივი აირის გადასახადზეა დამოკიდებული, რომელიც ბოლო პერიოდში 50 პროცენტითაა გაზრდილი.

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმისთვის, რომ არ მოხდეს პურის საფასურის გაზრდა, აუცილებელია, ქვეყანაში ამუშავდეს წისქვილ-კომბინატები.