გაგი მოსიაშვილის განცხადება

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გუშინ, აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ფარცხალაძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირთა მფარველობაში ადანაშაულებენ. მოსიაშვილის განცხადებით, „მთავარმა არხმა“ გადაუმოწმებლად დაუზუსტებელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. უფლებადამცველი დროული რეაგირებისთვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და სახალხო დამცველს მიმართავს.