საფრანგეთში უმსხვილეს პროფკავშირებსა და მთავრობას შორის დაპირისპირება პიკს აღწევს.
შრომითი კანონმდებლობის რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური და ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვები დაიწყო. დასუფთავება, ავიაცია, ენერგეტიკა – რკინიგზიდან აგორებულმა საპროტესტო ტალღამ სხვა სფეროებიც მოიცვა. გამოწვევა ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მომავლისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პროფკავშირების წარმომადგენლები უკან დახევას არ აპირებენ. წინასაარჩევნო დაპირებაზე უარის თქმას არც მაკრონის გუნდი გეგმავს.