გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები სოფელ ორულუს და კახათის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მათი თქმით, მოსახლეობა უმუშევრობაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობს. სანდრა რულოვსის განცხადებით, ლაზიკის და სხვა პროექტების განხორციელებით ზუგდიდში შეიქმნება 100 ათასამდე სამუშაო ადგილი და გაჩნდება პერსპექტივა.