გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა

რუსეთის მოთხოვნით, ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო გაიმართა, თუმცა გაერო-მ ვერ შეძლო გადაემოწმებინა ავარიის გარემოებები. ამის შესახებ საბჭოს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ განუცხადა. ბელგოროდის რეგიონში თვითმფრინავის, „ილ-76-ის“ ჩამოგდებაში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 74 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორისაც სახელდებიან უკრაინელი ტყვეებიც. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს დაეჯახა უკრაინული წარმოების მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა. ამასთან, გაერო-ში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა, კრისტინა ჰაიოვიშინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიცოცხლეზე. გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლება იძიებს ყველა გარემოებას. მისივე თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და რუსმა სამხედროებმა სასწრაფო დახმარების მუშაკებს პროტოკოლის შესაბამისად არ მისცეს ავარიის ადგილის დათვალიერების უფლება.