სამძიმარი უკრაინაში ავიაკატასტროფის გამო

საქართველოს პრეზიდენტი ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

სამძიმრის წერილს ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარეც. ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედიაა უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.