ჟოზეფ ბორელის განცხადება

გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის საკითხს ეხმაურება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყების ხელმძღვანელი. ჟოზეფ ბორელის თქმით, ის, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა, საპირველაპრილო ხუმრობას ჰგავს. მისივე თქმით, ევროკავშირი იმუშავებს, რომ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობის ერთთვიანი პერიოდი ბოროტად არ გამოიყენოს.

ბორელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გარო-ს სამართლებრივ ჩარჩოებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გუშინ დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდება. საბჭოში თავმჯდომარე როტაციული პრინციპით, თვეში ერთხელ იცვლება.