გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე თაიბრუკ ზერიუნი.
მონაწილეებმა შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.