გაერო-ს ოფისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს
ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს დღეს პირველად გადასცემს სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ სამედიცინო დასკვნას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
გაერო-ს ოფისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს. მხარეები არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემაზე, არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯაზე, რუსეთის მხრიდან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების შესრულებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა უპირობო დაბრუნებაზე მსჯელობენ.