შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა იყო განხილვის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან. ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. ზაზა გახელაძის ტყვეობასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევის გააქტიურებისაკენ მოუწოდა.

მოამბე