გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხვალ საგანგებო სესიას გამართავს - სესიაზე ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების საკითხს განიხილავენ
გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხვალ, 21 დეკემბერს საგანგებო სესიას გამართავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193-ვე წევრი ქვეყანა, ისლამური სახელმწიფოების თხოვნის საფუძველზე შეიკრიბება. სესიაზე დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
გაერო-ში ასევე დაგმეს ისრაელის სპეცრაზმის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პალესტინელი აქტივისტის მკვლელობა. ორშაბათს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 15 წევრიდან 14-მა ტრამპის დეკლარაციის გაუქმებას დაუჭირა მხარი. უშიშროების საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ნიკი ჰეილიმ ვეტო დაადო.