აშშ-მა იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო
აშშ-მა იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო. ეგვიპტის მიერ ინიცირებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „იერუსალიმის სტატუსის შესახებ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება კანონიერი არ უნდა იყოს“.
გაეროს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ აშშ-ი იყო.

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ მომხდარს “შეურაცხყოფა” უწოდა და დაიმუქრა, რომ ამას არასდროს დაივიწყებენ.

„ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ გაერო უფრო მეტად ვნებს ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებას. დღეს მარტივი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ჩვენი საელჩოს განთავსებას ეხებოდა, აშშ-ს სუვერენიტეტის დაცვა მოუწია”, -განაცხადა ჰეილიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ელჩს გაეროში ვეტოს გამოყენებისთვის მადლობა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში გადაუხადა.
პალესტინის ავტონომიის ლიდერის მაჰმუდ აბასის პრესმდივანმა აშშ-ის ნაბიჯს მიუღებელი უწოდა. პალესტინის საგარეო უწყებაში გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.