იერუსალიმი ახალი განხეთქილების ქვაკუთხედია - ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ, მსოფლიო ორ ნაწილად გახლიჩა

ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იერუსალიმი ახალი განხეთქილების ქვაკუთხედია. შეტაკებების შედეგად, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში 2000-მდე ადამიანი დაშავდა, ერთ ღამეში კი 4 პალესტინელი აქტივისტი დაიღუპა.

სამი აბრაამისეული რელიგიის სამშობლოდ მიჩნეულ ქალაქს ისლამური სამყარო ამერიკის საპასუხოდ, პალესტინის დედაქალაქად აცხადებს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აღმოსავლეთ იერუსალიმში თურქეთის საელჩოს გახსნა დააანონსა.

ბოლო ერთ კვირაში ნათელი გახდა, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ, მსოფლიო ორ ნაწილად გახლიჩა – ერთ მხარეს ევროპა და აღმოსავლური სამყარო, მეორე მხარეს კი ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დგანან.