ისრაელ-პალესტინას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა

აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ, ისრაელ-პალესტინას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამბოხებული არაბები აშშ-ის გადაწყვეტილებას აგრესიულად აპროტესტებენ. აღმოსავლეთ იერუსალიმში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში არსებული საპროტესტო მუხტის ფონზე, პალესტინელები ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებენ. საპასუხო რეაქცია აქვს ისრაელსაც. რეგიონული დაძაბულობის განმუხტვას ისევ აშშ შეეცდება.