არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და რუსეთის აგრესიული ქმედებები იქნება ის მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პირველი დიპლომატი გაერო-ს ტრიბუნიდან ისაუბრებს.
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა იწყება. მინი გენერალურ დებატებად წოდებულ შეკრებაზე მსოფლიო ლიდერები კონფლიქტების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოსვლის დროს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივასაც გააჟღერებს.
მოამბე ნიუ იორკიდან. სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს.