საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

ნიუ იორკში დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია იხსნება. შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება საქართველოს დელეგაცია. ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან. ასევე მთავრობის მეთაური შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაეპ ერდოღანს. გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო განათლების გარდაქმნის სამიტში.