საქართველოს პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე, პრემიერ-მინისტრი ასამბლეის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.