პრემიერი მინისტრი გაეროს 78-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი ასამბლეის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.