საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის პროცესში, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლების სათანადო მხარდაჭერას, – ამის შესახებ საუბარია გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.