გადამზადების კურსი ექთნებისთვის

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ყველა ექთანი გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის.

ტრენინგები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში დაიწყო.

პროექტის მიზანი ბაღების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლებაა. მსმენელებს საშუალება აქვთ გაიარონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ტრენინგები ერთდღიანია და მას 200-მდე ექთანი გაივლის.