ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთი გახსნილია

ვითარება გაუმჯობესდა თუშეთისაკენ მიმავალ გზაზეც. ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთი უკვე გახსნილია. ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. სპეციალური ტექნიკა გუშინ თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სამუშაოების დასაწყებად, გამოდარებას ელოდებოდა.

გზის რამდენიმე ნაწილი ჩამოშლილი მიწით იყო ჩახერგილი. დაგუბებულ ტბაში ძლიერი წვიმის გამო წყლის დონემ მოიმატა და სავალი ნაწილი სანახევროდ დაფარული იყო. ამ დროისათვის საფრთხე უკვე მოხსნილია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი.