ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით საავტომობილო გზის პრობლემურ მონაკვეთზე სამუშაოები იწყება. მეწყრის მიერ წარმოქმნილი ხელოვნური ტბის ადგილას 50 ტონიანი ტექნიკა ორ დღეში ჩავა და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს განახორციელებს. თუშეთის სოფლების მოსახლეობის თქმით, საქონელი შირაქიდან ახმეტის სოფლებში, ზემო და ქვემო ალვანშია გადაყვანილი. არსებობს პირუტყვის დაავადების საფრთხე, რაც საქონლის მასობრივ სიკვდილიანობას გამოიწვევს. ამ საფრთხიდან გამომდინარე გზების დეპარტამენტი თუშეთის მოსახლეობის მთავარი პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში პირუტყვის გადასაყვანად საჭირო ბილიკის გაკეთებას გეგმავს, რის გამოც დღეიდან ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაწყება.