ფრიდონ სულაბერიძეს 80 წელი შეუსრულდა. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ მთავარ ქორეოგრაფს იუბილე მიულოცეს ანსამბლის წევრებმა. ფრიდონ სულაბერიძეს წლების განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი სოლო პარტიები აქვს შესრულებული. მისი სახელობის ვარსკვლავი 2011 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა.