ფრიდონ სულაბერიძე 80

61 წელი სცენაზე და ისტორია, რომელიც „სუხიშვილებიდან“ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ფრიდონ სულაბერიძეს 80 წელი შეუსრულდა. „რუსთავის“ მთავარ ქორეოგრაფს საიუბილეო თარიღი ანსამბლმა სპეციალური ნომრებით და ორიგინალური ფორმით მიულოცა.

ფრიდონ სულაბერიძე ქართული ცეკვისა და ქორეოგრაფიის განვითარებაზე ამ დრომდე მუშაობს. მას წლების განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი სოლო პარტია აქვს შესრულებული.

ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ვარსკვლავი 2011 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა.