სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობით გრძელდება ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეები.
კვირეულის ფარგლებში, განათლების სამინისტროში მოსწავლეების წახალისების მიზნით, ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოეს. ღონისძიებას საფრანგეთის და ბელგიის ელჩების დაესწრნენ. ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული მსოფლიოში ტრადიციულად, ყოველი წლის 20 მარტს აღინიშნება. საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში 2004 წლიდან დამკვირვებელი წევრის სტატუსით არის გაწევრიანებული.