ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ფრანგული ენის პოპულარიზაციას აგრძელებს.

თეა წულუკიანმა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად ფრანგული ენით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ტრენინგის კურსი გახსნა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანი ტრენინგის დროს IX-XII მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ და კიბერბულინგის თემაზე ლექციები მოისმინონ.