ფოთში საკრებულოს ოპოზიციის პროტესტი

ფოთში საკრებულოს ოპოზიცია ფოთის სპორტულ სკოლებში არსებულ ვითარებას აპროტესტებს. აღნიშნული საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაურის მიზეზი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ყველა სკოლაში ინფრასტრუქტურა მოშლილია და უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. მათი თქმით, მაშინ როცა არსებობს სპორტის სამსახური, დამატებით სასპორტო გაერთიანების ფუნქციონირება მხოლოდ დამატებითი ხარჯია.

ოპოზიცია ხელისუფლებას ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისაკენ მოუწოდებს და სპორტსკოლებში არსებული ვითარების გაუმჯობესებას სთხოვს. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაგვარებელია.