„უყურე, რომ გაიგონო“, – რვა აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი საქართველოში საკუთარ შემოქმედებას პირველად წარმოადგენს. თანამედროვე ფოტოხელოვანები ფესტივალ „ქოლგას“ წლევანდელი მონაწილეები არიან. მათი ნამუშევრები მშობლიური სოფლების ყოველდღიურ ყოფას და ცხოვრებას გვიჩვენებს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია პორტრეტები და პეიზაჟებიც.