მოსახლეობას ხვდება ფოთის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან. გიგი უგულავა ამომრჩეველს 30 ოქტომბრის განმეორებით კენჭისყრაზე აქტიურობისაკენ მოუწოდებს. ოპოზიციური კანდიდატის მხარდასაჭერად, ფოთში მოქალაქეებთან შესახვედრად ჩავიდა დღეს პაატა ბურჭულაძეც. შეკრებილებმა დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს მიმართეს.