გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 90,3% დაიმსახურა.
ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების ინდექსი განიმარტება, როგორც ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მკვლელობებისა და წამებისგან თავისუფლება. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდა, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიხედვით კი ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანა იყო რუსეთის შემდეგ. შემდგომ 11-წლიან პერიოდში საქართველო მსოფლიო რეიტინგში 66 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოსა და განვითარებულ ქვეყნებს.