ცნობილი ქართველი მხატვრის უნიკალური შემოქმედება ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ამჯერად დანიაშია წარმოდგენილი. ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ათეულობით ტილო და მხატვრის სახლ-მუზეუმში განთავსებული ერთი ნახატი გაიგზავნა. გამოფენასთან ერთად დაიგეგმა ფიროსმანის მრავალენოვანი ვებ-გვერდის მომზადებაც.
გამოფენის გახსნას, კულტურის მინისტრთან, მუზეუმის წარმომადგენლებთან და ელჩებთან ერთად დანიის სამეფო ტახტის მემკვიდრეც დაესწრო. ფიროსმანის ნამუშევრები, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აგვისტომდე იქნება გამოფენილი, შემდეგ კი ექსპოზიციას შვეიცარიაში უმასპინძლებენ.