ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედება ავსტრიის და საფრანგეთის შემდეგ შვეიცარიაში იქნება წარმოდგენილი.
ნიკო ფიროსმანის უნიკალური ნახატები მომავალ წელს ბაზელში გამოიფინება. ბეილერის ფონდის მუზეუმი ფიროსმანის მიერ შექმნილ და საერთაშორისო აღიარების მქონე ნახატებს უმასპინძლებს.
შვეიცარიაში ბეილერის ფონდის მუზეუმში, ჯამში ფიროსმანის 48 ნახატი იქნება წარმოდგენილი. მომავალ წელს ქართველი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებას კოპენჰაგენშიც გაეცნობიან. მანამდე ნიკო ფიროსმანის ნახატები ვენის ალბერტინას მუზეუმში იყო წარმოდგენილი, სადაც ნამუშევრები 400 ათასამდე ვიზიტორმა იხილა.