ფინანსთა მინისტრს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში იბარებს.
მათ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე მიმართეს. განცხადებაში აღნიშნულია მინისტრთან განსახილველი სამი საკითხი: კერძო სატელევიზიო კომპანიების, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.